Polsy — ქართული სიახლეები ორივე მხრიდან

ბათუმში დუეტი t.A.T.u.-სა და მომღერალ ანი ლორაკის კონცერტები გაუქმდა

რუსული პოპ დუეტის t.A.T.u.-სა და უკრაინული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე მომღერლის ანი ლორაკის კონცერტები, რომლებიც, შესაბამისად, 1 და 14 აგვისტოს, ბათუმში უნდა გამართულიყო, გაუქმდა, იტყობინება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“. „ტასის“ ინფორმაციით, კონცერტების გაუქმება დაადასტურა ბათუმის ჩოგბურთის კორტების ადმინისტრაციამ, სადაც კონცერტები უნდა გამართულიყო, ასევე პლატფორმა Biletebi.ge-მ

Civil.ge —